მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს
სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ქალაქ რუსთავში მრავალფეროვან თემატურ აქტივობებს მართავს, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსთავის თავისუფლების მოედანზე მოწყობილი საგამოფენო სივრცე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ ზურაბ გოზალიშვილთან, ქ. რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო ქ. რუსთავში მოქალაქეებს მრავალფეროვანი პროგრამით მასპინძლობს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას, დაესწრონ დეგუსტაციებს, კულტურულ და გასართობ აქტივობებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია რუსთავის ისტორიული პავილიონი, სადაც გამოფენილია ქალაქში აღმოჩენილი ექსპონატების ასლები. რუსთავის ჭალის ტყესთან დაკავშირებით მოწყობილია საინფორმაციო კედელი, იმართება საბავშვო წარმოდგენები, ხოლო დღის განმავლობაში სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლები წარდგებიან. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად მოწყობილია ფოტო ზონები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ასევე იმართება ქალაქ ფოთში, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოსდაცვით და შემეცნებით აქტივობებს მართავს, და ქალაქ ამბროლაურში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის დეგუსტაციასა და კულტურულ-შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს სტუმრებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიებები იმართება კონცეფციით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით აღინიშნება, ხოლო ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი