მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. South China Morning Post: ტრამპმა სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში
South China Morning Post: ტრამპმა სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში

South China Morning Post: ტრამპმა სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პეკინში გამართული შეხვედრის დროს, ტრამპმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აშშ-ის ლიდერმა ჩინეთს სთხოვა, გამოიყენოს თავისი გავლენა და მოუწოდოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მიმართვა მკაფიოდ ასახავს ვაშინგტონის მოლოდინს, რომ პეკინი აქტიურად ჩაერთვება სამშვიდობო ძალისხმევაში. უკრაინის კონფლიქტის მოგვარება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ხაზია 2025 წელს თეთრ სახლში მისი დაბრუნების შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა დღეს დაადასტურა, რომ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება პრეზიდენტ ზელენსკის პირდაპირი ბრძანებაა.

მისი თქმით, საომარი მოქმედებების ზამთრამდე შეჩერება სრულიად რეალისტური მიზანია. ბუდანოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის უკვე არსებობს რეალური საფუძველი. უკრაინა ამჟამად ემზადება დასავლელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის, თუმცა ოფიციალური კიევი კატეგორიულად გამორიცხავს საკუთარი ტერიტორიების დათმობის ნებისმიერ სცენარს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 234 სტატია.

  • შემობრუნება აშშ-უკრაინის ურთიერთობებში - რა შედეგით დასრულდა ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში?BM.GE
  • ზელენსკი „ქარტიის“ მეთაურზე თავდასხმას ეხმაურება: „უკრაინა აუცილებლად უპასუხებს“ფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ტრამპის →

მსგავსი სტატიები

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები

იმედი