მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სპორტის მინისტრი: ასეთი დიდი საერთაშორისო სპორტული ფორუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება. რეგიონში ამდენი წლის უწყვეტმა მშვიდობამ მისცა საშუალება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც არის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოსთვის მიენიჭებინა 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი
სპორტის მინისტრი: ასეთი დიდი საერთაშორისო სპორტული ფორუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება. რეგიონში ამდენი წლის უწყვეტმა მშვიდობამ მისცა საშუალება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც არის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოსთვის მიენიჭებინა 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი

იმედი|imedinews.ge

თბილისში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც გადაცემაში „იმედი LIVE“ სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო, მათ შორის არის მშვიდობა.

„რა თქმა უნდა ასეთი დიდი საერთაშორისო სპორტული ფორუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება. თითოეული საერთაშორისო ორგანიზაცია ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. შესაბამისად, ჩვენთან რეგიონში ამდენი წლის უწყვეტმა მშვიდობამ მისცა საშუალება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც არის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოსთვის მიენიჭებინა საქართველოს სპორტის ისტორიისთვის მართლაც მნიშვნელოვანი - 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

მისი თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევანი შეჩერდა საქართველოზე ეს არის ის ფაქტორი, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მოქმედი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები, ძიუდოისტები და ამ სპორტში მოღვაწეობის დიდი ტრადიაცია აქვს.

შალვა გოგოლაძის განცხადებით, თავად ძიუდოს ფედერაცია ბოლო წლებში განსაკუთრებულად კარგად მოღვაწეობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მაღალი ხარისხით ტარდება გრანპრი, გრან სლემი.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო ფედერაციებთან უფრო მჭიდრო კავშირი და ამ მჭიდრო კავშირით შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობის მიცემა იმისა, რომ ასეთ დიდ ტურნირებს უმასპინძლოს“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში დიდი სპორტული ჰაბია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა