მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სპორტის მინისტრი მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს დაესწრო
სპორტის მინისტრი მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს დაესწრო

სპორტის მინისტრი მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ვიზიტისას ქალაქ გონდომარში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას პორტუგალიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევან წურწუმიასთან ერთად დაესწრო.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ექვსი სპორტსმენი იცავს. მინისტრი სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდნენ საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და ფედერაციის წარმომადგენლები.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ქართველი არბიტრი - თეონა თვაური და ილია სიმონიანი - მსაჯობს.

2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ისტორიაში პირველად საქართველო უმასპინძლებს. გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნება

ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნება

იმედი

„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა

„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა

იმედი

რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

იმედი