მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სტივ უიტკოფი: მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა
სტივ უიტკოფი: მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა

სტივ უიტკოფი: მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა

იმედი|imedinews.ge

მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ, - განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიევში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა.

„მიმაჩნია, რომ მოსკოვში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, მოვისმინეთ ახალი იდეები. მოისმინეთ, როგორც საუბრობდა პრეზიდენტი ზელენსკი სამმხრივ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც, იმედი მაქვს უახლოეს ხანებში გამოცხადდება. მოსკოვში განვიხილეთ მრავალი სხვა იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ გვაქვს ყველაფერი, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო“, - აღნიშნა უიტკოფმა.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში უკრაინის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოლაპარაკებები სამ რაუნდად გაიმართა და ბოლო რაუნდს საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა და ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?BM.GE
  • სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენფორმულა
  • რუსეთის მასირებულ სარაკეტო თავდასხმას კიევში და კიევის ოლქში 19 ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • რუსეთის მასირებული იერიში კიევზე - დაღუპულია 8 ადამიანიტვ პირველი
კიევში →

მსგავსი სტატიები

რომის პაპი: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას უკრაინასა და რუსეთს შორის

რომის პაპი: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას უკრაინასა და რუსეთს შორის

იმედი

მედია: ტრამპი ორშაბათს პუტინსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს

მედია: ტრამპი ორშაბათს პუტინსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს

იმედი

ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი გაიმართა

ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი გაიმართა

იმედი

კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე საექსკურსიო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 25 ადამიანი

კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე საექსკურსიო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 25 ადამიანი

იმედი