მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Stray Kids-მა ახალი ალბომის თრეილერი წარადგინა
Stray Kids-მა ახალი ალბომის თრეილერი წარადგინა

Stray Kids-მა ახალი ალბომის თრეილერი წარადგინა

იმედი|imedinews.ge

კეი-პოპ ჯგუფმა Stray Kids ალბომის This & That თრეილერი წარადგინა. მასში ჯგუფის წევრები სხვადასხვა სამყაროში გადაადგილდებიან, საკუთარ კლონებს ხვდებიან და მხოლოდ ორ სიტყვას ამბობენ: This (ეს) და That (ის).

სამწუთიანმა ვიდეომ YouTube-ზე უკვე 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა. ზოგიერთმა თაყვანისმცემელმა აღიარა, რომ ვიდეოს სიუჟეტი ბოლომდე ვერ გაიგო, თუმცა, მათი აზრით, ეს კლიპს მხოლოდ მეტ ინტრიგას სძენს. ფანების ნაწილმა კი მიიჩნია, რომ ვიდეოს მოქმედება სიზმარში ხდება, რაც მოვლენების ჩახლართულობას ხსნის.

ალბომი This & That 7 აგვისტოს გამოვა. მასში შევა ივნისში წარდგენილი სინგლი Run It. ორ კვირაში ამ კომპოზიციაზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა YouTube-ზე თითქმის 40 მილიონი ნახვა დააგროვა, ხოლო Spotify-ზე სიმღერას 18 მილიონჯერ მოუსმინეს. Spotify-ის ინფორმაციით, ალბომში სულ რვა ტრეკი იქნება, თუმცა დანარჩენი შვიდი სიმღერის სახელწოდება ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

Stray Kids-ის ამ დროისთვის ბოლო ფირფიტა „Karma“ თითქმის ერთი წლის წინ, 2025 წლის აგვისტოში გამოვიდა. რელიზი 3,5 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ალბომი კრიტიკოსებსაც მოეწონათ: Billboard-მა და Forbes-მა „Karma“ 2025 წლის საუკეთესო ჩანაწერების ტოპ-სიებში შეიყვანეს. გარდა ამისა, წლის შეჯამებით, Stray Kids ყველაზე წარმატებული კეი-პოპ გასტროლიორი გახდა - 2025 წლის კონცერტებით ჯგუფმა 185 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

3 ივლისს Stray Kids-მა ახალი რეკორდი დაამყარა. მათმა მინი-ალბომმა Ate (2024) ასი კვირა გაატარა Billboard World Albums-ის ჩარტში. რელიზი ჰიტ-აღლუმში პირველად 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში მოხვდა და მას შემდეგ ჩარტი არ დაუტოვებია.

ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში Stray Kids სეულში ხუთ კონცერტს გამართავს, რომლებზეც ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა

დავით საყვარელიძე 2008 წლის ომზე: მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ - სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა