მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში მცენარეთა დაცვის საშუალებების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში მცენარეთა დაცვის საშუალებების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში მცენარეთა დაცვის საშუალებების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, პესტიციდების და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ინდივიდუალური მეწარმეები ზ.ი.( სოფ. ენიქენდი) და ე. ნ. (სოფ. კირიხილო) მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციას სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდნენ.

მათივე ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სააგენტო აცხადებს, რომ ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

იმედი

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ

თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები