მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სუს-ი გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს
სუს-ი გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს

სუს-ი გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს უძილაურის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი.

„ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი“, - აღნიშნავს უწყება.

ამას წინ უძღოდა ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადება. მან გააფრთხილა მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომ „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში“. მდინარაძემ სთხოვა მათ, რასაც „ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ სთხოვა უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს.

„ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, სივრცე არ დარჩეს, ამის გამო ჩემი მხრიდან თხოვნა იქნება და უახლოეს საათებში იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს, - განმარტა ვიცე-პრემიერმა გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი