
თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთაგან ერთს, თურქეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთაგან ერთს, თურქეთის მოქალაქეს ბრალი უკვე წარუდგინეს. მას გამოძიება თაღლითობასა და თაღლითობის მცდელობას ედავება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დანარჩენებს ბრალს ამ წუთებში აცნობენ.
დაკავებულია საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე, რომელიც ბინადრობის უფლების მქონეა. ისინი თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეებს დაჰპირდნენ, რომ თანხის სანაცვლოდ დაეხმარებოდნენ უკანონოდ საზღვრის გადაკვეთაში, ბინადრობის ნებართვასა და პასპორტში ყალბი შტამპის დასმაში. საქმეში დევს ვიდეომტკიცებულებები.
„ბრალის წარდგენა მოხდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოიყენა დუმილის უფლება. როდესაც საქმის მასალებს დეტალურად გავეცნობით, მერე დამატებით მისცემს ჩვენებას“, - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ კაპანაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge