მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ ჩიბურდანიძე: ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება
თამარ ჩიბურდანიძე: ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება

თამარ ჩიბურდანიძე: ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება

იმედი|imedinews.ge

თამარ ჩიბურდანიძე სამოქალაქო ჯგუფის მიერ ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების სამართლებრივი დაცვის შესახებ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება. მისი განცხადებით, ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიული სამყაროსთვის უცხო არ არის და მსგავსი პრაქტიკა არაერთ ევროპულ სახელმწიფოში მოქმედებს.

ჩიბურდანიძის თქმით, დემოკრატიის არსი ღირებულებების უარყოფაში კი არა, მათსა და ადამიანის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფაში მდგომარეობს. მისივე შეფასებით, საქართველოში ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების დაცვა ლეგიტიმური მიზანი და გარდაუვალი აუცილებლობაა.

„სამოქალაქო ჯგუფის მიერ გაჟღერებულ ახალ ინიციატივას ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების სამართლებრივი დაცვის შესახებ ოპოზიციური ფრთიდან კრიტიკა და აჟიოტაჟი მოჰყვა. არადა, ეს პრაქტიკა სწორედ ევროპული სახელმწიფოებიდან მოდის - პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, ისრაელიდან და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოდან, სადაც ეროვნული ღირებულებები, როგორც არამატერიალური მემკვიდრეობა, დაცულია კონსტიტუციითა და საკანონმდებლო დონეზე.

ოპოზიციის გასაგონად ვაცხადებთ, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებების დაცვა თავისთავად არ ეწინააღმდეგება დემოკრატიას. წინააღმდეგობა ჩნდება მაშინ, როდესაც ამ ღირებულებების დაცვის მიზნით სახელმწიფო არაპროპორციულად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რასაც საქართველოში დღეს საფრთხე არ ემუქრება.

პარადოქსია, რომ ამაზე სწორედ ისინი საუბრობენ, ვინც თავიანთი მმართველობის დროს არათუ არაპროპორციულად, არამედ სრულიად ზღუდავდნენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის უზენაესს - სიცოცხლის უფლებას ართმევდნენ მოქალაქეებს.

საზოგადოების ინტერესი დიდია ამ ინიციატივის მიმართ და გვჯერა, საქართველოს პარლამენტი ამას იმ დემოკრატიული სტანდარტით მიიღებს, რასაც „კონსტიტუციური ბალანსი“ ჰქვია.

ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე დემოკრატიებში მოქმედებს ბალანსის პრინციპი: სახელმწიფო უფლებამოსილია დაიცვას ეროვნული და რელიგიური ღირებულებები, მაგრამ, ამავე დროს, ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ეფექტიანი დაცვა. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს ლეგიტიმური მიზნის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს.

დღეს სწორედ ლეგიტიმური მიზანი და გარდაუვალი აუცილებლობაა საქართველოში ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების დაცვა, რადგან ლიბერალიზმის სამიზნე ერის იდენტობის ის განმსაზღვრელი ფაქტორები გახდა, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი ნიშანია. რაც შეეხება პროპორციულობას, თანამედროვე ევროპა დღეს, პირიქით, გვთხოვს, უმცირესობების უფლებების ხარჯზე უგულებელყოფილი იქნას უმრავლესობის უფლებები, რომელიც ეროვნულ ღირებულებებს იცავს. სწორედ ეს არის კონსტიტუციური უფლებების დარღვევა.

ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიული სამყაროსთვის უცხო არ არის. დემოკრატიის არსი მდგომარეობს არა ღირებულებების უარყოფაში, არამედ მათ და ადამიანის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფაში.

ეს მიდგომა შეესაბამება როგორც ევროპული კონსტიტუციური სამართლის, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად იციან ოპოზიციის წევრებმაც და მათმა „პატრონებმაც“, მაგრამ ხვდებიან, რომ ამ კანონის მიღებით პოლიტიკურად სრულიად კოტრდებიან. არადა, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე გვიახლოვდება“,- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც სიწმინდეების დაცვის ინიციატივით გამოდის, იესოზე ანეკდოტის გამო კრიტიკის სამიზნე გახდატვ პირველი
  • ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ევროკავშირის 22 ლიდერი სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს

POLITICO: ევროკავშირის 22 ლიდერი სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს

იმედი

სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება - "როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ ასევე მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები"

სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება - "როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ ასევე მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები"

იმედი

მერაბ ხოხობაია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: აღნიშნული მოდელი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას - სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ხოლო სტუდენტებს, ბუნებრივია, მოეთხოვებათ, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ სასწავლო პროცესში

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი, ბევრისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. მეორე მხრივ, ეს კარგი სწავლისკენ სტუდენტის წახალისებაა, ანუ ისწავლი კარგად - შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსებას