მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა
თამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა

თამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა

იმედი|imedinews.ge

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა, ასევე გაძლიერებული "საქართველოს რკინიგზა" - როგორც სავაგონო და სალოკომოტივო პარკით, ისე გაციფრულების და შესაბამისი სისტემებით, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ რეგიონში ვიქნებით ძლიერი, სანდო, ეფექტური და სტაბილური პარტნიორი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მან შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღეს საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურას არ შეუძლია დიდი ზომის გემების მიღება, შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველო კონკურენციას ვერ უწევს რეგიონში არსებულ სხვა ნავსადგურებს.

„ჩვენ ვახორციელებთ უმსხვილეს ინვესტიციებს საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურაში, რათა მზად დავხვდეთ გაზრდილ ტვირთნაკადებს. 2030 წლისთვის ველოდებით ტვირთბრუნვის გაორმაგებას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს - საქართველოს ეს სამივე კომპონენტი - საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სინერგიულად ვითარდება, რათა შუა დერეფნისთვის საქართველო იყოს სანდო, სტაბილური და ეფექტური, ასევე სწრაფი კვანძი ევროპა - აზიის დაკავშირებადობისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება