მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: 6-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, იმოგზაურონ შესაბამისი მატარებლებით, ბაქო-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება რეისები
თამარ იოსელიანი: 6-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, იმოგზაურონ შესაბამისი მატარებლებით, ბაქო-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება რეისები

თამარ იოსელიანი: 6-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, იმოგზაურონ შესაბამისი მატარებლებით, ბაქო-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება რეისები

იმედი|imedinews.ge

გუშინ ისტორიული დღე გვქონდა, შესაბამისი საეტაპო ხელშეკრულებები გაფორმდა, მხარეებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრისას.

მისივე თქმით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ იმოგზაურონ შესაბამისი მატარებლებით, ბაქო-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება რეისები.

„ყოველდღიური კავშირი ბაქოსთან სარკინიგზო კუთხით უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლოს აღნიშნული სერვისებით, განვითარდეს ტურიზმი და ამ მიმართულებით, ქვეყანაშიც დარჩეს სარგებელი“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლაზეც.

„საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობები სატრანსპორტო კუთხით ახალ ეტაპზე გადადის და აქ უმნიშვნელოვანესია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის კომპონენტი, რაზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სრულ ექსპლუატაციაში შევიდეს. აღნიშნულ მიმართულებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, შუა დერეფნის კონტექსტში ის აკავშირებს ცენტრალურ აზიას და ჩინეთს თურქეთთან, შესაბამისად აქ სამი ქვეყნის ძალისხმევა იყო იმისთვის, რომ აღნიშნული სარკინიგზო ხაზი შესულიყო ექსპლუატაციაში. ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ დასრულებულიყო პროექტი.

2017 წლიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და მისი გამტარუნარიანობა დაახლოებით მაქსიმუმ მილიონ ნახევარ ტონაზე იყო გათვლილი, რეალური დატვირთულობა კი დაახლოებით 300 000 ტონამდე ადიოდა, სრული ექსპლუატაციით კი 5 მილიონ ტონამდე ავდივართ და შუა დერეფანში ტვირთის გადაზიდვა ჩინეთიდან თურქეთამდე დაახლოებით 10 დღეში მოხდება“, - განმარტა იოსელიანმა.

თამარ იოსელიანის თქმით, აღნიშნული ხაზის საქართველოს მონაკვეთის ოპერირებას მოახდენს საქართველოს რკინიგზა, შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი