
თამარ იოსელიანი: ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი არის შესაძლებლობა იმისა, რომ როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმსჯელონ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საერთაშორისო საზღვაო სექტორში ხდება
ფორუმი არის შესაძლებლობა იმისა, რომ როგორც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმსჯელონ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სექტორში ხდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას.
მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა, თუ როგორ ფიქრობს, განავითაროს სატრანსპორტო სექტორი.
„ამ მიმართულებით საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა, თუ როგორ ფიქრობს, განავითაროს სატრანსპორტო სექტორი, როგორ უნდა გავიმყაროთ ჩვენი როლი შუა დერეფნის კონტექსტში და ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის“, - აღნიშნა იოსელიანმა.
7-8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) უმასპინძლებს, რომელიც პრემიერის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება. მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა, საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე, 40-მდე ქვეყნის 400-მდე მეტ დელეგატს გააერთიანებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge