მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა
თამარ იოსელიანი უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა

თამარ იოსელიანი უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მამანბი ომაროვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში.

თამარ იოსელიანმა უზბეკ კოლეგას გააცნო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზებაზე, თბილისის ახალ აეროპორტზე და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბს რეგიონში, შესაძლებლობა აქვს პარტნიორებს შუა დერეფნის ფარგლებში, შესთავაზოს მულტიმოდალური გადაზიდვების სრული სპექტრი აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადასაზიდად.

შეხვედრაზე უზბეკეთის მხარემ ინტერესი გამოხატა, გაიზარდოს უზბეკური პროდუქციის ტრანზიტი საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უზბეკეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს შეისწავლის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი