
თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას
ეტაპობრივად შევისწავლით და დავნერგავთ საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ უკვე დაამტკიცა, რომელიც 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეგვემუშავებინა. სწორედ ამიტომ აღნიშნული დოკუმენტი გაეროს რეკომენდაციებს დაეფუძნა. ჩვენ ეტაპობრივად შევისწავლით და დავნერგავთ საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას, მათ შორის უსაფრთხოების ბალიშის, ღვედების და სხვა მნიშვნელოვანი სისტემების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ზოგადად საგზაო უსაფრთხოების წესრიგის განვითარებას ქვეყანაში და ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ შემცირდეს საგზაო შემთხვევით გამოწვეული რისკი“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge