მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ, საზოგადოება არაფერ შუაშია, ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა
ირაკლი კობახიძე: პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ, საზოგადოება არაფერ შუაშია, ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს „დიფ სთეითი“ ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის კოორდინირებული კამპანია, რომელიც გარედან იმართება.

„დიდ ყურადღებას იმსახურებს რუსოფობიური კამპანია, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის "Deep State"-ის ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთელი პოლიტიკური აქტივი, უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, NGO-ების სახით და პარტიული ტელევიზიების სახით, მათ შორის, იმიტომ რომ ისინი უზრუნველყოფენ მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიას. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს "Deep State" ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საკრუიზო გემს რომ დახვდნენ თქვენი პარტიული აქტივისტები და თქვენ რომ ამას აჟიტირებულად აშუქებდით, ეს საზოგადოების რუსოფობია კი არ იყო, ეს იყო უცხოური აგენტურის რუსოფობია, ანუ თქვენი რუსოფობია, თქვენი პარტიის რუსოფობია. ამაში საზოგადოება არ არის ჩართული. უცხოური აგენტურა აპროტესტებს და მერე უცხოური აგენტურა მედიის სახით ამას აშუქებს. ასე იმართება რუსოფობიური კამპანია. დღესაც ეს ხდება. მაგალითად პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას აშუქებს და წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ. ანუ თქვენ ხართ ჩართული, საზოგადოება არაფერ შუაშია. ზუსტად ამას ვამბობთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის და ქართული საზოგადოების კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა, მაგრამ ეს არის უცხო მოვლენა თქვენთვის. ვგულისხმობ უცხოურ აგენტურას. რაშიც იგულისხმება როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე პარტაქტივისტები, რომლებიც ბანერებით დადიან და აწუხებენ რუს ტურისტებს პლაჟზე და ამაში ხართ თქვენ ჩართული, პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები. ანუ ეს არის კოორდინირებული კამპანია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გარედან იმართება,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენიფორმულა
  • ირაკლი კობახიძე - ​დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულირუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენტვ პირველი
კობახიძე →უცხო →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში

ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში

იმედი

თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას

თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას

იმედი

თამარ იოსელიანი: სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი

თამარ იოსელიანი: სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი

იმედი