მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა

თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებიდან 20 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც სტანდარტიზებული შეფუთვის დანერგვასა და კანონმდებლობის გამკაცრებაში გამოიხატა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ფურცელაძემ და აღნიშნა, რომ ცენტრი სამინისტროსთან კოორდინაციით, ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, რაც თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, მოქალაქეების რეალურ მხარდაჭერასა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

ღონისძიების ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

2026 წლის გლობალური კამპანიის მთავარი აქცენტი თამბაქოსა და ნიკოტინზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაა. 20 წლის წინ საქართველომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) რატიფიცირება მოახდინა. ჯანმოს უახლესი მონაცემებით, თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველოში ეს მაჩვენებელი წელიწადში 11 400 გარდაცვლილს აღწევს. კვლევები ადასტურებს, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო არ წარმოადგენს თავის დანებების უსაფრთხო საშუალებას, ისინი შეიცავენ ტოქსიკურ, კანცეროგენულ ნივთიერებებსა და მძიმე მეტალებს, რომლებიც იწვევენ ფილტვის ქრონიკულ დაავადებებსა და კიბოს რისკს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით და ძველი შეფუთვები სრულად ჩანაცვლდა სტანდარტიზებული შეფუთვით.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ელენე ხოშტარია იმ ბრძოლის გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“ტვ პირველი
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექციაBM.GE
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →ცენტრი →

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში