მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის მზაობა მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში - ქართული სახელმწიფოსთვის არის სიტყვა, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ სანდოობაზე
თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის მზაობა მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში - ქართული სახელმწიფოსთვის არის სიტყვა, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ სანდოობაზე

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას, „ვაზიანის აეროპორტის პროექტი მოექცა ჩამგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში, ფაქტობრივად დაგვიდასტურეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში.“

მეგრელიშვილის თქმით, ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს.

„საქართველოს როგორც რეგიონში მშვიდობის კუნძულს, დიდი პოტენციალი აქვს. ინვესტიციების მიმართულებით ის მიმზიდველი ქვეყანაა, რადგან თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორში გააჩნია. ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ახალი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები, ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს და „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი პოლიტიკის ფონზე, აქ არსებულ სტაბილურობას კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელს ხდის. სინგაპურში მდებარე ჩანგის აეროპორტი (Changi Airport) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ სატრანსპორტო ჰაბად ითვლება. მისი მმართველი კომპანია (Changi Airports International) კი ცნობილია უმაღლესი სტანდარტების, ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და მგზავრთა მომსახურების კუთხით. ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის მზაობა მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში - ქართული სახელმწიფოსთვის არის სიტყვა, დიახ, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ სანდოობაზე. ვაზიანის აეროპორტის ახალი პროექტი უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული შესაძლებლობაა და ასეთ პროექტში ამ დონის ინვესტორების ჩართვის მზაობა, ღია განაცხადია ქვეყნის მიმართ მაღალ სანდოობასა და დროში მისი სწრაფი განვითარების რეალურ შესაძლებლობებზე“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ პატარა გარეჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ პატარა გარეჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

იმედი

გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და პირველი ნაკადის მონაწილეებს შეხვდა

გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და პირველი ნაკადის მონაწილეებს შეხვდა

იმედი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმა

იმედი