
„თბილისი მოლის“ „კარფურის“ გენერალური მენეჯერი: პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის
იმედი|imedinews.ge
პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ. გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, - განაცხადა „თბილისი მოლის“ „კარფურის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ კობაიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროდუქცია თაროებზე სპეციალური მაჩვენებლითაა გამოყოფილი.
„მარტივად მისაგნები რომ იყოს მაღაზიაში, ეს ასორტიმენტი თაროზე გამოყოფილი გვაქვს სპეციალური წითელი მაჩვენებლით“, - აღნიშნა თამარ კობაიძემ.
ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო - მომხმარებელს 15 სახის პროდუქტის შეძენა ფასდაკლებით შეუძლია.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge