მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ

თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულად არ დაიფარება, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს ნებართვა გაუუქმდებათ, რაც აღდგენას აღარ დაექვემდებარება.

„ჩვენ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვების მფლობელები ჯარიმებისგან გავათავისუფლეთ. მიუხედავად ამისა, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელის მიერ კვლავ გრძელდება სანებართვო პირობების უგულებელყოფა. ისინი კვლავ არ იხდიან ნებართვის გაცემის საფასურს და წინა თვეების დაგროვილ დავალიანებასთან ერთად, ყოველდღიურად ემატებათ შესაბამისი ოდენობის თანხა. რა თქმა უნდა, ჩვენ ლიცენზიის ყველა მფლობელს ვუგზავნით შესაბამის ტექსტურ შეტყობინებას პირად ნომერზე და აქვთ ინფორმაცია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ნებართვების გაუქმება, რომელიც შემდეგ ვერანაირად ვერ აღდგება. არავის უხარია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სხვანაირად შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ საუბარია პირებზე, რომელთაც A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის ფასი 2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე არ გადაიხადეს და კვლავ აგრძელებენ პირობების დარღვევას. მათ მიმართ პერიოდულად იგზავნება წერილობითი გაფრთხილება, ასევე, ინფორმაცია მიეწოდებათ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, რათა შეასრულონ ნებართვის პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმა დაეკისრებათ, რასაც საბოლოოდ ნებართვის გაუქმება მოჰყვება.

ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობისთვის პირველადი ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, შემდეგ ხდება გასამმაგება და ჯარიმა განისაზღვრება 300 ლარით. თუ პირი ისევ არ გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 900 ლარი გახდება. თავის მხრივ, აღნიშნული ჯარიმების კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მათ დაეკისრებათ საურავები გამოწერილი ჯარიმების ორმაგი ოდენობით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი