მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

ზღვისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში, N22 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. „ნაძალადევის რაიონში ვიმყოფებით, ზღვისუბნის დასახლებაში, სადაც ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება. აღნიშნულ ტერიტორიას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: წინა ხელისუფლების პირობებში, ის გასხვისებული იყო, რათა აქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო, თუმცა ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული სივრცე დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს. ჩვენი პირობა შევასრულეთ. დღეს აქ ეწყობა ძალიან კარგი პარკი. სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ორი თვე დაჭირდება. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და ადგილობრივებს ექნებათ მოწესრიგებული სივრცე, სადაც დასვენებას და ვარჯიშს შეძლებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ზოგადად, რეკრეაციული სივრცეების შექმნა მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„პირველად 2017 წელს ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ მერად და იქიდან მოყოლებული ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ გამწვანების მიმართულებით. ამ თემას არ ეთმობოდა შესაბამისი ყურადღება, მიზანმიმართულად ხდებოდა რეკრეაციული არეალების, სპორტული მოედნების გასხვისება. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ქალაქის ურბანულ განვითარებას, მშენებლობას, თუმცა მწვანე არეალები, რეკრეაციული სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც მოიცავდა არსებული პარკების რეაბილიტაციას, განახლებას, სკვერების მოწესრიგებას. ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ სკვერს, პროექტის მიხედვით, 3 800 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება; მოეწყობა ე.წ. სტრიტბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები; დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება 800 000 ლარია.

ტერიტორიაზე ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი უკვე შესრულდა. ამ ეტაპზე, მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მერთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, პარლამენტის დელეგატი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბედელიანი იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მერია →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი