მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერია: დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია
თბილისის მერია: დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია

თბილისის მერია: დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები – „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“.

„განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები.

„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.

ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით – 0322 722222“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 187 სტატია.

  • ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ქუჩები დაიტბორაფორმულა
  • თბილისში ₾235 000-ის ღირებულების 40 600 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ - დაკავებულია 2 პირიBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისის →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს მალე აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს

ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს მალე აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს

იმედი

გარემოს ეროვნული სააგენტო: 15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტო: 15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი

იმედი

ახალი სტანდარტი სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებისას - რის უფლება ენიჭებათ მგზავრებს გრაფიკის ცვლილების, რეისის შეფერხების ან დაგვიანების შემთხვევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი სტანდარტი სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებისას - რის უფლება ენიჭებათ მგზავრებს გრაფიკის ცვლილების, რეისის შეფერხების ან დაგვიანების შემთხვევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

პარაძიუდოისტი ლევან გუგავა ევროპის ჩემპიონია

პარაძიუდოისტი ლევან გუგავა ევროპის ჩემპიონია

იმედი