მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იმედი|imedinews.ge

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„ცვლილების ფარგლებში შეიცვალა ბელიაშვილის ქუჩიდან მინდელის სახელობის ხიდისკენ გადამხვევი ზოლი. აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიხაზა სხვა საგზაო მონიშვნებიც.

მინდელის სახელობის ხიდზე არსებული ავტობუსის ზოლის დაგრძელება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისა და სწრაფად გადაადგილებისთვის, აგრეთვე, ამ ტერიტორიის მარშრუტებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებისთვის.

ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსებია: N292, N293, N304, N313, N321, N335, N351, N459, N518. ამ მარშრუტებზე დაწესებული 10-15-წუთიანი ინტერვალები, ფაქტობრივად, შეუსრულებელი იყო. გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო ინტერვალები მინიმუმ ორ-სამჯერ იზრდებოდა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაადგილდებოდა შემდგომი გადაჯდომის მიზნით და ასევე, პირიქით.

როდესაც მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ საღამოს პიკის საათებში მგზავრები ელოდებოდნენ დიდი დიღმიდან წამოსულ N293 და N321 ავტობუსებს, მოლოდინის დრო 30-45 წუთს აღწევდა. ამ დროს მეტროდან ამოსული დიდი რაოდენობით მგზავრის ერთიანად გადაყვანა არ შეეძლო ავტობუსს და დარჩენილი მოქალაქეები თავისთავად დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

დღეის მდგომარეობით სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება და ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტი ბევრად თავისუფლად მოძრაობს. ამასთან, N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდა, N293 მარშრუტს კი ორი ერთეული ავტობუსი დაემატა, რის შედეგადაც მოლოდინის დრო შემცირდა.

ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავარუსთავი 2
  • თბილისში სამმა არასრულწლოვანმა "ნიკორას" მაღაზია გატეხა - ლევან ზაზაძეტვ პირველი
  • თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდაBM.GE
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი