მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებს ახორციელებს. სკოლა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის შენობის აღდგენის შედეგად, 900 მოსწავლისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.

სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში მაქსიმალურად შენარჩუნდება შენობის ისტორიული იერსახე როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში. რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი შესაბამისი დარგის ექსპერტები, რათა შენარჩუნდეს ნაგებობის ავთენტური სახე და ისტორიული ღირებულება.

თბილისის N50 საჯარო სკოლის შენობა ძველი თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა, რომელიც თბილისის მოდერნული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშთა შორის არის. ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ ამ შენობაში 1918–1921 წლებში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, ფუნქციონირებდა საფრანგეთის საელჩო. საბჭოთა ოკუპაციამდე იგი დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. გამორჩეული, მაღალმხატვრული ღირებულების არის როგორც თავად ნაგებობის ფასადი, ასევე ინტერიერი, რომლის დაფარული, დეკორატიული შემკულობაც ბოლოდროინდელმა სარესტავრაციო სამუშაოებმა გამოავლინა. ნაგებობა ქალაქის ისტორიული მეხსიერების უმნიშნელოვანესი ძეგლია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება, ხოლო პროექტის ღირებულება 11.8 მილიონ ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2027 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი