მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქში იმყოფება
თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქში იმყოფება

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქში იმყოფება

იმედი|imedinews.ge

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია იმყოფება. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

დელეგაციის წევრები - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცოტნე ჩიქვინიძე - ბელგრადში მხარეთა დაახლოების, გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის, განცხადებით, მსგავსი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკის გაცნობას.

„ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ეკონომიკური გამოწვევები. სწორედ ამიტომ მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განვიხილეთ და დაგვეგმეთ შემდგომი საქმიანი ვიზიტი ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

შეხვედრა გაიმართა ბელგრადის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვიცე-პრეზიდენტ იგორ იავანოვიჩთან, ასევე, ბელგრადის საკრებულოს წევრებთან ვლადიმერ ტრაჟკოვიჩთან და მირა იავანოვიჩთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას და მუნიციპალური მართვის თანამედროვე მიდგომებს. თბილისის საკრებულოს წევრები შეხვდნენ ასევე ქალაქ ბელგრადის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს, კატერინა კუბრიკს და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელს, ვიოლეტა ფილიპს და ქალაქის ეკონომიკური განვითარების, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები აერთიანებს მუნიციპალური სერვისების, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • თბილისში ივნისში 4 503 ბინა გაიყიდა - პირველადი ბაზრის საშუალო ფასი $1 417-მდე გაიზარდა|G&TBM.GE
  • თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი