
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო პირი, რომელიც საჯარო სივრცეში უმისამართოდ იგინებოდა. ასევე, 1500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა
იმედი|imedinews.ge
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ალექსანდრე სოლაშვილის საქმე განიხილა. ის უმისამართოდ იგინებოდა საჯარო სივრცეში. სასამართლომ სოლაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
კიდევ ერთი საქმე უკავშირდება მარინე ქურცაძეს. მან შეურაცხყოფა მიაყენა თენგიზ ჭანტურიძეს. ქურცაძე დაჯარიმდა 1500 ლარით.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge