მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისში მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა
თბილისში მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა

თბილისში მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნა სიმბოლურად ზურაბ ქაფიანიძის ხსოვნის დღეს განხორციელდა. დედაქალაქში არსებობს მსახიობის სახელობის ქუჩა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე.

„თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დღეს გავხსენით ცნობილი ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი იმ უბანში, სადაც მსახიობი ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა. ზურაბ ქაფიანიძე იყო როგორც გამორჩეული მსახიობი, ასევე გამორჩეული ადამიანი. მან არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში. სიმბოლურია, რომ ზურაბ ქაფიანიძის სკვერი სწორედ მისი გარდაცვალების დღეს გაიხსნა“- განაცხადა ლევან აბაშიძემ.

დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ასევე ზურაბ ქაფიანიძის ოჯახის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ, პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა, თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა შოთა ქევხიშვილმა, პოეტებმა და მსახიობებმა.

სკვერის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დიდუბის რაიონის გამგებელი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი