მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი იწყება
თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი იწყება

თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი იწყება

იმედი|imedinews.ge

თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი დღეს იწყება. ფორუმის სტუმრები უკვე თბილისში იმყოფებიან. დელეგატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა უმასპინძლა.

საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.

ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები ისეთ საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

„ფორუმი გაიხსნება იუსტიციის მინისტრის და გაეროს გენერალური მდივნის სიტყვებით და მთავარი მომხსენებელი იქნება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. სადღიანი ღონისძიება გაგრძელდება ინტენსიურ რეჟიმში, როგორც პლენარული სესიების სახით, ასევე სამუშაო ჯგუფებში. მონაწილეობას აქტიურად მიიღებენ როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები, პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები, ასევე დარგის ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ჩვენ გვექნება სრული შესაძლებლობა, საუკეთესო პრაქტიკა ერთმანეთს გავუზიაროთ. 100-ზე მეტი სახელმწიფო არის დღეს თბილისში ჩამოსული ყველა კონტინენტიდან, მთელი მსოფლიოდან", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →იწყება →გაეროს →

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი