მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თეა ახვლედიანი სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და დასკვნითი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
თეა ახვლედიანი სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და დასკვნითი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

თეა ახვლედიანი სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და დასკვნითი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

იმედი|imedinews.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, - ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა გამოსვლისას ისაუბრა სასკოლო კონკურსის ინიციატივის მნიშვნელობაზე, რომელიც სიმონ კანანელის ხსენების დღეს უკავშირდება და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კულტურულ, ადამიანურ და ქრისტიანულ კავშირებს.

„სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ნდობისა და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება და განვითარება წარმოადგენს ძლიერ ქართულ სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის უალტერნატივო გზას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილე მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები და მოსაზრებები გამსჭვალულია სულისკვეთებით, რაც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთგაგების საფუძველს ქმნის, ამავდროულად აძლიერებს რწმენას, რომ ახალგაზრდა თაობას, თავისი ენერგიით, იდეებითა და შესაძლებლობებით, მნიშვნელოვანი როლის შეასრულებს შეუძლია სამშვიდობო პროცესებში.

„მნიშვნელოვანი და მისასალმებელია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სასკოლო სკოლის ინიციატივა, რაც სრულად ეხმიანება და ემსახურება შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს, იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განზომილებაა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სამშვიდობო პროცესში მათი როლისა და ჩართულობის გაძლიერება, მხარდაჭერა. დღევანდელი საკონკურსო თემატიკის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც არც უცხოვრიათ აფხაზეთში წარმოადგინეს იმ ღირებულებებითა და ემოციებით გამსჭვალული ნააზრევი, რაც ეფუძნება მშვიდობისა და ნდობის მშენებლობის გზაზე ჩვენი საერთო მომავლის რწმენას,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.

კონკურსში 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ფორმატში - ესეს, ვიდეორგოლის, ინტერვიუს, ნახატის, კონცეფციისა და სხვა შემოქმედებითი ნამუშევრების სახით - 1270 პროექტი წარადგინა.

ღონისძიების დასასრულს კონკურსის გამარჯვებულები კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი - მან თქვა რომ აფხაზებმა ქართველების გენოციდი მოაწყვესფორმულა
  • 2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიშიBM.GE
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი