
თეირანი ტრამპის ეკონომიკურ მუქარას გმობს და მას „ომის მეორე მხარედ“ აფასებს
იმედი|imedinews.ge
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „უკანონო“ მუქარა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების თაობაზე.
სახელმწიფო მაუწყებელ IRIB-ის ინფორმაციით, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების გამკაცრების შესახებ ტრამპის მუქარა „ომისა და სამხედრო აგრესიის მეორე მხარეს წარმოადგენს“.
სამინისტრო აფრთხილებს, რომ პირები, რომლებიც აღნიშნულ შეზღუდვებს აღასრულებენ, „სისხლისსამართლებრივ დევნასა და დასჯას დაექვემდებარებიან“.
„აღნიშნული უკანონო ნაბიჯის ყველა შედეგსა და გამოძახილზე პასუხისმგებლობა სრულად აშშ-ის მთავრობასა და ამ პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge