მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა

იმედი|imedinews.ge

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო.

გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

ადვოკატის განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოხატა, გირაოს თანხა გადაიხადოს.

„მადლობა ბრალდების მხარესაც, რადგან თავიდანვე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე.

მიზეზი იყო პროვოკაციული ქცევა, სხვადასხვა სითხეების გადმოსხმა და შეურაცხმყოფელი კომენტარები. მოთხოვნილია ექსპერტიზა და ჯერჯერობით ჩატარებული არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ.

„როგორც სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ითხოვდა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას 5000 ლარის ოდენობით. მოსამართლის მიერ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით, თუმცა გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული არ იქნა პატიმრობა.

ყველა გამოკითხული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს. გამოძიება დაინტერესებულია ყველა მიმართულებით და ყველა მიმართულებით აქტიურად ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორც კი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები და გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება დამნაშავეების დასჯა“, - განაცხადა პროკურორმა ბექა ნათელაურმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • შსს: თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებულიფორმულა
  • ადვოკატი აცხადებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებულიBM.GE
  • პროკურატურამ დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინატვ პირველი
  • დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
დაკავებული →მომხდარი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი