მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი - ამ ეტაპზე ამერიკა ზუსტად ამ გზას დაადგა
თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი - ამ ეტაპზე ამერიკა ზუსტად ამ გზას დაადგა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს ჩვენთან საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ვაშინგტონის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული გზავნილების შეფასებისას.

მან ისაუბრა, რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ აშშ-ს და ევრობიუროკრატებს.

მისივე თქმით, აშშ-მა გადმოდგა ნაბიჯი და დაიწყო ზრუნვა ურთიერთობების გაჯანსაღებაზე.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს ჩვენთან საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი და ჩამოვართმევთ ხელს. ახლა, ამ ეტაპზე ამერიკა ზუსტად ამ გზას დაადგა და დაიწყო ეს ურთიერთობები. დანარჩენი დეტალებია. ვთქვათ, უილსონმა თავისი ლობისტური შეხედულებების გამო და მერკანტილური, რაღაც ჯგუფური ინტერესების გამო, რა ჰკითხა, მერე როგორ დელიკატურად უპასუხა და ასე შემდეგ. მთავარი ერთია, რომ ამ რადიკალური ოპოზიციის ძალიან დიდმა ნაწილმა ის გზავნილები, რომელიც აშშ-იდან წამოვიდა, ვერ გაიგო და არ გაიგო, რადგან იმ რადიკალურ წრეებთან არიან დაკავშირებულები, რომელიც ამას ეწინააღმდეგებიან. მე მაინც მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ეს საკითხი წინ წაიწევს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, ამაზე მეტყველებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კრისტოფერ ლანდაუს სიტყვები. შარმანაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს სამუშაო ვითარება გაგრძელდება და ორივე მხარე მზად იქნება, წინ წასწიოს ურთიერთობის საკითხები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა: „ძალზედ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ადმინისტრაციაში სხვადასხვა ქვეყანასთან არსებული, რიგ შემთხვევაში წლების განმავლობაში გაყინული, ურთიერთობების გადახედვის თავისუფლება მოგვცა. ვთვლი, რომ ამაში ფასეული შესაძლებლობებია და ვფიქრობ, საქართველო სწორედ ამ რიგშია“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: პარიზმა და ბერლინმა წამოაყენეს წინადადება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ ისეთი პრივილეგიების ეტაპობრივად მიღება, როგორიცაა ბლოკის ერთიან ბაზარზე ნაწილობრივი წვდომა, რათა მათ სრული წევრობის მოლოდინში მოტივაცია შეუნარჩუნდეთ

გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი

გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი

იმედი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რადიაციული უსაფრთხოების საკითხზე საჯარო ლექცია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რადიაციული უსაფრთხოების საკითხზე საჯარო ლექცია გაიმართა

იმედი

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმედი