მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირში კონსენსუსის პრინციპის გაუქმებაზე: თუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები არ გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდება
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირში კონსენსუსის პრინციპის გაუქმებაზე: თუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები არ გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდება

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირში კონსენსუსის პრინციპის გაუქმებაზე: თუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები არ გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდება

იმედი|imedinews.ge

თუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები არ გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცედურის ცვლილებისა და კონსენსუსის პრინციპის გაუქმების შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და თუ ხელისუფლებას რაღაც კითხვები და შენიშვნები ექნება, ამას თავისუფლად გამოთქვამს.

„ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ამომრჩევლისა და მოქალაქეების წინაშე. ეს ვალდებულება, რაც ავიღეთ და ვასრულებთ, რა თქმა უნდა, თუ რაღაც კითხვები და შენიშვნები გვექნება, ამას ჩვენ თავისუფლად გამოვთქვამთ. ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ევროკავშირთან, ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ, მაგრამ თუ ისინი გულისხმობენ იმას, რომ კანდიდატი ქვეყანა ნიშნავს იმას, რომ ვიდრე არ გაგაწევრიანებთ ხმა არ ამოიღოთ ევროკავშირის და მისი კანონმდებლობის თაობაზე. თუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები არ გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდება",- აღნიშნა შარმანაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ ის პატარა ქვეყნები, რომლებიც წევრები არიან უკვე ევროკავშირში, არ შეეგუებიან თავისი სუვერენიტეტის ასე დაკნინებას და არ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული.

„ეს რომ არასწორი გზა და მიმართულებაა და ის, რომ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის უფლება გვაქვს ამას ვერავინ შეგვიზღუდავს. ძალიან მიკვირს ჩვენი ოპონენტების, რომ ხმა არ უნდა ამოვიღოთ. აზრის, შენიშვნის გამოთქმის უფლებაც გვაქვს და პასუხების მოსმენის უფლებაც გვაქვს და იმის შეფასების, რამდენად დამაჯერებელი იყო ეს პასუხები. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ნუ დავიმცირებთ, დავიკნინებთ თავს", - აღნიშნა შარმანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი