მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი: იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ახლა ხდება ჯარიმების შემცირება, დადგინდა, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ასეთი ტიპის სიჩქარით გადაჭარბების დროს, თითქმის არ არის
თენგიზ შარმანაშვილი: იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ახლა ხდება ჯარიმების შემცირება, დადგინდა, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ასეთი ტიპის სიჩქარით გადაჭარბების დროს, თითქმის არ არის

თენგიზ შარმანაშვილი: იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ახლა ხდება ჯარიმების შემცირება, დადგინდა, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ასეთი ტიპის სიჩქარით გადაჭარბების დროს, თითქმის არ არის

იმედი|imedinews.ge

ბევრ რამეში ლიდერები ვართ, მაგრამ ერთ სამწუხარო საკითხშიც ევროპაში ლიდერები ვართ. ეს არის ერთ სულ მოსახლეზე საგზაო შემთხვევებით დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებზე.

„იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ახლა ხდება ჯარიმების შემცირება, დადგინდა, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ასეთი ტიპის სიჩქარით გადაჭარბების დროს, თითქმის არ არის. უფრო ხდება გადაჭარბება, სადაც მაღალი სანქცია შენარჩუნებულია. თუ არის ქმედითი ეს პრევენციისთვის, რა თქმა უნდა, შეიძლება დავტოვოთ, ან შესაძლოა, ესა თუ ის საკითხი კიდევ გავართულოთ, მაგრამ თუ ეს დიდ გამოძახილს ვერ პოვებს, ეს მაღალი ტვირთი არ იქნება. ასე, რომ ეს გადაწყვეტილება ანალიზის, სტატისტიკის შედეგია და იქიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა