
თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის 2026-2027 სასწავლო წლის პროგრამის მსმენელებს შეხვდა.
თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების ოფიცრებს კანონშემოქმედებით პროცესზე ესაუბრა. ასევე გააცნო პარლამენტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. შეხვედრაზე თავდაცვის ძალების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა პარლამენტში ყოველწლიურად იმართება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების ოფიცრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge