მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თეთრი სახლი: ეროვნული კონტრტერორისტული საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს იმ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფების სწრაფი გამოვლენა და ნეიტრალიზება, რომელთა იდეოლოგია არის ანტიამერიკული და რადიკალურად პროტრანსგენდერული
თეთრი სახლი: ეროვნული კონტრტერორისტული საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს იმ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფების სწრაფი გამოვლენა და ნეიტრალიზება, რომელთა იდეოლოგია არის ანტიამერიკული და რადიკალურად პროტრანსგენდერული

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტერორიზმთან ბრძოლის ახალი ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ცხადდება იმ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფების სწრაფი გამოვლენა და ნეიტრალიზება, რომელთა იდეოლოგია არის ანტიამერიკული, რადიკალურად პროტრანსგენდერული და ანარქისტული.

„კარტელებთან და ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის გარდა, ჩვენი ეროვნული კონტრტერორისტული საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს იმ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფების სწრაფი გამოვლენა და ნეიტრალიზება, რომელთა იდეოლოგია არის ანტიამერიკული, რადიკალურად პროტრანსგენდერული და ანარქისტული“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დასახული მიზნის მისაღწევად აშშ-ის ხელისუფლება გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა მავნე ორგანიზაციების მოღვაწეობა ქვეყნის შიგნით შეისწავლოს.

„გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კონსტიტუციურ საშუალებას, რათა ქვეყნის შიგნით მათი საქმიანობა შევისწავლოთ, მოვახდინოთ მათი წევრების იდენტიფიცირება და გამოვიკვლიოთ კავშირი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისეთებთან, როგორიცაა „ანტიფა“. სამართალდამცავი ორგანოების წყალობით ოპერატიულად მოვახდენთ მათ ჩახშობას, სანამ ისინი უდანაშაულო ადამიანებს დაასახიჩრებენ ან მოკლავენ“, - წერია დოკუმენტში.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ვაშინგტონი იმავეს გააკეთებს ასეთი დაჯგუფებების სახელმწიფო სპონსორებთან მიმართებით, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე და ამერიკელების წინააღმდეგ შეთქმულებებს ამზადებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი