მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Financial Times: საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს ეწინააღმდეგება
The Financial Times: საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს ეწინააღმდეგება

The Financial Times: საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს ეწინააღმდეგება

იმედი|imedinews.ge

საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ, 21-ე სანქციების პაკეტს ეწინააღმდეგება. The Financial Times-ი წერს, რომ ათენის უკმაყოფილება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის აკრძალვამ გამოიწვია.

გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ათენი ცდილობს დაიცვას ბერძნული გადაზიდვების კომპანია Dynagas, რომელიც მაგნატ ჯორჯ პროკოპიუს ეკუთვნის. საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში კოლეგებს პირდაპირ განუცხადა, რომ შემოთავაზებული სანქციები კომპანიას „გაანადგურებდა“.

Dynagas ამჟამად თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდ 27 ტანკერს მართავს, მათ შორის, ყინულმჭრელი კლასის Arc7-ის ტიპის ტანკერებს, რომლებიც არქტიკაში, „იამალის“ თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნის მახლობლად ექსპლუატაციისთვისაა განკუთვნილი.

როგორც საერთაშორისო მედიასაშუალებები მანამდეც იტყობინებოდნენ, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეზღუდვა ახალი სანქციების პაკეტის გარშემო გამართული მოლაპარაკებების ყველაზე რთულ და სადავო საკითხად რჩება. ვინაიდან სანქციების დასამტკიცებლად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, საბერძნეთის პოზიციამ მთელი პროცესი ჩიხში შეიყვანა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

იმედი

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

იმედი