მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს
The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს

The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს

იმედი|imedinews.ge

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სკოლაზე, საავადმყოფოსა და ხიდზე მიიტანა იერიში, კიეველებს აღარ შეუძლიათ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს „მშვიდობიანი დრო“ იყოს, - იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian.

სტატიაში სათაურით - „მტერი ჩვენს ქალაქს ანადგურებს“: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს" - აღნიშნულია, რომ კიევი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწყისი დღეების შემდეგ, ყველაზე რთულ პერიოდში შედის; რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას დედაქალაქში, რომლის სიბნელეში ჩაძირვასაც მოსკოვი ცდილობს.

ბოლო დრომდე კიევი ინარჩუნებდა ცხოვრების შედარებით ნორმალურ რიტმს, მაშინ როცა ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს მდებარე ქალაქები, მათ შორის, ხარკოვი და დნიპრო, ყოველდღიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. სტატიის თანახმად, ახლა კიეველები მწარე იუმორით აღნიშნავენ, რომ ვითარება იცვლება და ხსენებული ქალაქები ზოგჯერ უფრო უსაფრთხოდ გამოიყურება, ვიდრე დედაქალაქი. ამასთან, რუსული თავდასხმების მკვეთრმა ესკალაციამ ბევრ მცხოვრებს გაუჩინა განცდა, რომ ის განსაცდელი, რისთვისაც ისინი ემზადებოდნენ, უკვე დადგა.

უკრაინელი მაღალჩინოსნები ევროპელ კოლეგებს მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბების შესახებ აფრთხილებენ.

„რუსეთი გეგმავს, კიევი გაყინოს და ქვის ხანაში დააბრუნოს“, - განაცხადა The Guardian-თან კიევში მყოფმა დასავლელმა მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა არჩია. გამოცემის ცნობით, დასავლელი დიპლომატები საჯაროდ აცხადებენ, რომ კიევში დარჩენას აპირებენ; მათ ესმით, რომ წასვლა მოსკოვს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მოუტანდა და შექმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინა მიატოვეს. თუმცა, პირად საუბრებში მაღალი რანგის ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს. „ვითარება აშკარად სწრაფად უარესდება“, - განუცხადა გამოცემას დიპლომატმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 251 სტატია.

  • ესტონეთმა რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი აუკრძალაფორმულა
  • ისრაელი, რუსეთი, აშშ|TOP-10 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოს უძრავ ქონებაში ყველაზე მეტი FDI ჩაიდოBM.GE
  • რუსეთის იაროსლავლის ოლქში პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლატვ პირველი
  • საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი​რუსთავი 2
რუსეთის →თავდასხმის →

მსგავსი სტატიები

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა

იმედი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად

იმედი

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონი გაიხსნა

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონი გაიხსნა

იმედი

საქართველო-უნგრეთის თამაში დაიწყო

საქართველო-უნგრეთის თამაში დაიწყო

იმედი