მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. კაია კალასი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს რუსეთის წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა შეთანხმდნენ - მედია
კაია კალასი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს რუსეთის წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა შეთანხმდნენ - მედია

კაია კალასი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს რუსეთის წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა შეთანხმდნენ - მედია

რუსთავი 216 ნოემბერი, 2026, 19:10|rustavi2.ge

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები, რომელსაც ის უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უყენებს, აბსურდულია. მის განმარტებით, მოლაპარაკებების გუნდის უპირველესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უნდა იყოს.

მედიის ინფორმაციით, კალასმა ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კალასის მიაჩნია, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყებისთანავე უკრაინულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოითხოვოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს კრემლის მოთხოვნების განხილვაზე.

"არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მოთხოვნები სერიოზულია. მათ აბსურდული მოთხოვნები წამოაყენეს. თუ ეს ომის გაგრძელების საბაბია, რათა მეტი ნგრევა გამოიწვიონ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ მოლაპარაკებების გუნდმა, როგორიც არ უნდა იყოს მისი შემადგენლობა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს“, - განაცხადა კალასმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის მოლაპარაკებების გუნდმა რუსეთთან დეტალური მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტას უნდა მიაღწიოს.

"შეწყვიტეთ ეს და შემდეგ შევძლებთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და სამშვიდობო შეთანხმებაზე დიალოგს", - მოითხოვს ევროკავშირის მთავარი დიპლომატი.

ევროპული მოლაპარაკებების გუნდის შემადგენლობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას კალასმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიიღონ, თუმცა თავად მოლაპარაკებების შინაარსობრივ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 284 სტატია.

  • ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავსBM.GE
  • კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნებაფორმულა
  • ევროკავშირი რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას ითხოვს​ტვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილეს

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილეს

რუსთავი 2

დავით ჩიხელიძე: ეკონომიკაზე მსჯელობა მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არაა, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია

პროკურატურა: ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერის მიერ ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს