მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა
The Guardian: თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა

The Guardian: თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა

იმედი|imedinews.ge

თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

ხუთშაბათს, ანკარის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცემულმა დადგენილებამ ბათილად ცნო „სახალხო-რესპუბლიკურ პარტიაში“ (CHP) 2023 წელს გამართული შიდაპარტიული არჩევნები და პარტიის ლიდერი, ოზგიურ ოზელი თანამდებობიდან გადააყენა.

51 წლის ოზელი თურქეთის ოპოზიციის სახედ იქცა - სწორედ მას უკავშირებენ „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ განახლებას. ამასთან, იგი პარტიის იმ მცირერიცხოვან ლიდერთაგან ერთ-ერთია, ვისაც ჯერ კიდევ არ წარდგენია ბრალდება, რაც მის დაკავებას გამოიწვევდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოზელის ადგილი მისმა წინამორბედმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ უნდა დაიკავოს. ამ უკანასკნელმა 2023 წლის გადამწყვეტ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანთან წააგო, მიუხედავად თურქეთის პრეზიდენტის ოცწლიანი მმართველობის წინააღმდეგ არსებული მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტისა.

ოზელის პარტიის ლიდერად არჩევას წინ უსწრებდა 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც „სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტებსა და მერიებში, ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ დაამარცხა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი