მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Hill: ბულგარეთი აშშ-თან სავიზო საკითხის მოუგვარებლობის გამო ამერიკულ თვითმფრინავებს ქვეყანაში ყოფნის საშუალებას აღარ მისცემს
The Hill: ბულგარეთი აშშ-თან სავიზო საკითხის მოუგვარებლობის გამო ამერიკულ თვითმფრინავებს ქვეყანაში ყოფნის საშუალებას აღარ მისცემს

The Hill: ბულგარეთი აშშ-თან სავიზო საკითხის მოუგვარებლობის გამო ამერიკულ თვითმფრინავებს ქვეყანაში ყოფნის საშუალებას აღარ მისცემს

იმედი|imedinews.ge

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მთავრობა ბულგარეთში ამერიკული თვითმფრინავების ყოფნის ვადას შეამცირებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბულგარეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

„აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის დროს მას მოვუწოდე ბულგარეთის მოქალაქეებისთვის ვიზები გაეუქმებინა, მაგრამ დადებითი პასუხი ვერ მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნორმატიული პროცედურის სირთულის სრულად მესმის, ჩვენც გვაქვს პრიორიტეტები და სოფიის აეროპორტში თვითმფრინავების ხანგრძლივი გაჩერების შესახებ თხოვნას დადებითად ვერ ვუპასუხებთ“, - განაცხადა რადევმა.

მისი თქმით, თვითმფრინავები ბულგარეთში ივნისის ბოლომდე დარჩება, ხოლო შემდეგ ამერიკულ მხარეს მათი დისლოკაციის ახალი ადგილის მოძებნა მოუწევს.

თეთრ სახლს ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ შეუფასებია.

როგორც The Hill-ი იუწყება, აშშ-სა და ბულგარეთს შორის მოქმედებს შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბულგარეთის ხელისუფლება სოფიის ვასილ ლევსკის სახელობის აეროპორტში ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს იღებს და სადგომზე მათ ყოფნას უზრუნველყოფს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 30 ივნისამდე გახანგრძლივდა. დღესდღეობით სოფიის აეროპორტში 15 ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, სხვა ტექნიკა და 500-მდე ამერიკელი სამხედროა განლაგებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

იმედი

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

იმედი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი