მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Post: ტრამპს სურს, რომ გაეროს გენერალური მდივნის პოსტი FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაიკავოს
The New York Post: ტრამპს სურს, რომ გაეროს გენერალური მდივნის პოსტი FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაიკავოს

The New York Post: ტრამპს სურს, რომ გაეროს გენერალური მდივნის პოსტი FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაიკავოს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს. ინფორმაციას The New York Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 56 წლის ინფანტინო ტრამპს წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების პროცესში დაუახლოვდა. წყაროს ცნობით, შვეიცარიაში დაბადებული ფეხბურთის ფუნქციონერი აქტიურად ცდილობდა ტრამპთან ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის, დეკემბერში მას FIFA-ს პირველი მშვიდობის პრიზიც გადასცა.

ტრამპთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინფანტინოს „მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ და მას ადამიანების გაერთიანების განსაკუთრებული უნარი აქვს“.

გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელი ანტონიუ გუტერეში, რომლის უფლებამოსილების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს, ხოლო მისი შემცვლელი მიმდინარე წელს უნდა აირჩიონ.

თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა ჯერ გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის პოზიციას, რადგან თითოეულ მათგანს ვეტოს უფლება აქვს. ამის შემდეგ კანდიდატურა გენერალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს.

ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა თავად ინფანტინოს ამ პოსტის დაკავება და განიხილა თუ არა მან ეს საკითხი ტრამპთან.

ამასთან, გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპი კონკურენტ კანდიდატებს სუსტად მიიჩნევს. ერთ-ერთმა მათგანმა შვიდივე კანდიდატი „უსუსურად“ შეაფასა.

ყველაზე ცნობილ პრეტენდენტებს შორის დასახელებული არიან ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი, რომელსაც, გამოცემის შეფასებით, შესაძლოა, აშშ-ის წინააღმდეგობა შეხვდეს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი არგენტინელი რაფაელ გროსი. სტატიის თანახმად, გროსის შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს პოზიციაზე გავლენა, შესაძლოა, ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებულმა დავამ მოახდინოს.

The New York Post-ი წერს, რომ ტრამპის იდეა არღვევს არაოფიციალურ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც გაეროს გენერალური მდივნის პოსტი ამჯერად ლათინური ამერიკის ან კარიბის ზღვის რეგიონის წარმომადგენელს უნდა ერგოს. თუმცა გამოცემის რამდენიმე წყაროს შეფასებით, ეს გეოგრაფიული პრინციპი სავალდებულო არ არის და ინფანტინოს, ტრამპის მხარდაჭერის გარდა, სხვა ქვეყნების მხარდაჭერის მიღებაც შეუძლია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის საქალაქო სასამართლომ ბადრი შუბლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის საქალაქო სასამართლომ ბადრი შუბლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა

იმედი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა

იმედი

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ ,,სარფსა“ და ,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები და  ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი აღმოაჩინეს

სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

იმედი