მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: აშშ და ისრაელი ირანში ხელისუფლებაში ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოყვანას ცდილობდნენ
The New York Times: აშშ და ისრაელი ირანში ხელისუფლებაში ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოყვანას ცდილობდნენ

The New York Times: აშშ და ისრაელი ირანში ხელისუფლებაში ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოყვანას ცდილობდნენ

იმედი|imedinews.ge

აშშ-სა და ისრაელის სამხედრო კამპანიის პირველად მიზანს ირანის ხელისუფლებაში ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოყვანა წარმოადგენდა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ირანში ხელისუფლებას ხელში „ვინმეს შიგნიდან“ ჩაიგდებდა.

The New York Times-მა დაადგინა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ კონფლიქტი იმ იმედით დაიწყეს, რომ ისლამური რესპუბლიკის სათავეში მოვიდოდა ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, რომელიც ანტიისრაელური და ანტიამერიკული შეხედულებებით არის ცნობილი.

თუმცა გეგმა, რომელიც ებრაელების მიერ იყო შემუშავებული და აჰმადინეჯადთან შეთანხმებული, ჩავარდა. ომის პირველივე დღეს აჰმადინეჯადი დაიჭრა, როცა მის სახლს რაკეტა ესროლეს. ამით ისრაელს შინაპატიმრობიდან მისი გათავისუფლება სურდა, თუმცა ირანის ყოფილი პრეზიდენტი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და რეჟიმის შეცვლის გეგმა დაიწუნა.

სად იმყოფება ახლა აჰმადინეჯადი, უცნობია.

როგორც გამოცემა იუწყება, აჰმადინეჯადი, რომელიც 2005-2013 წლებში ირანის პრეზიდენტი იყო, ცნობილი იყო თავისი გამონათქვამებით „რუკიდან ისრაელის წაშლის“ შესახებ. ის ირანის ბირთვული პროგრამის მომხრე იყო და შეერთებული შტატების მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდა. რატომ შეარჩიეს აშშ-მა და ისრაელმა აჰმადინეჯადი, გამოცემისთვის უცნობია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი