მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კუბაზე ფარული სამუშაო ჯგუფი შექმნა. ტრამპი ჰავანაზე ზეწოლას აძლიერებს
The New York Times: აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კუბაზე ფარული სამუშაო ჯგუფი შექმნა. ტრამპი ჰავანაზე ზეწოლას აძლიერებს

The New York Times: აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კუბაზე ფარული სამუშაო ჯგუფი შექმნა. ტრამპი ჰავანაზე ზეწოლას აძლიერებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ფარულად შექმნა კუბაზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნების შესაბამისად კუბის ხელისუფლებაზე უფრო კოორდინირებული ზეწოლის კამპანია უნდა წარმართოს, რათა ჰავანამ ეკონომიკური, პოლიტიკური და საკადრო ცვლილებები განახორციელოს. ინფორმაციას The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, ახალი სამუშაო ჯგუფი სააგენტოს საშუალებას მისცემს კუბის მიმართულებით სწრაფად მიმართოს მეტი ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსი.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფს უკვე ემატებიან ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც აგენტების გადაბირებასა და მართვაზე მუშაობენ, დაზვერვის ანალიტიკოსები, კიბეროპერაციების სპეციალისტები და ფარული გავლენის ოპერაციების ექსპერტები.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, CIA-მ კუბაზე პირველი მსგავსი სამუშაო ჯგუფი 1960 წელს შექმნა. სწორედ მისი წევრები ხელმძღვანელობდნენ სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ, თუმცა წარუმატებელ სამხედრო ოპერაციას, რომელიც 1961 წელს „ღორების ყურის დესანტის“ სახელით გახდა ცნობილი.

ახალი სამუშაო ჯგუფის შესახებ ინფორმირებული პირების თქმით, მისი მანდატი გაცილებით შეზღუდულია. მთავარი მიზანია კუბის პოლიტიკურ ელიტაში განხეთქილების გაჩენა, რათა ხელისუფლებაში, ვაშინგტონის შეფასებით, ანტიამერიკელი მკაცრი კურსის მომხრეები უფრო პრაგმატულმა ლიდერებმა ჩაანაცვლონ, რომლებიც ტრამპის მოთხოვნების შესრულებისადმი მეტად გახსნილები იქნებიან.

„ამ განზრახვაში გასაკვირი არაფერია, რადგან კუბა ათწლეულებია CIA-ს ჯაშუშური, დივერსიული და დესტაბილიზაციის მცდელობების, მათ შორის ტერორიზმის, სამიზნეა“, – განაცხადა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარლოს ფერნანდეს დე კოსიომ The New York Times-თვის გაგზავნილ განცხადებაში.

მისი თქმით, „ამ ფონზე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან თავხედობაა, კუბა საფრთხედ წარმოაჩინოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას იყენებს“.

1960-იანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც CIA-ის მაშინდელი სამუშაო ჯგუფი „ღორების ყურის ოპერაციისთვის“ კუბელი მებრძოლების მომზადებასა და აღჭურვას კურირებდა, ამჟამინდელ ჯგუფს ორგანიზებული კუბელი პარტნიორები არ ჰყავს. მას ასევე არ აქვს ლეტალური ოპერაციების განხორციელების უფლება, თუმცა CIA-ს სამუშაო ჯგუფების უფლებამოსილება მოქნილია და პრეზიდენტს მათი შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლია, წერს The New York Times-ი.

წყაროების შეფასებით, სამუშაო ჯგუფის შექმნა მიუთითებს, რომ სააგენტო კუბის წინააღმდეგ ხანგრძლივი ფარული კამპანიისთვის ემზადება. კუბა CIA-თვის ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამიზნედ მიიჩნევა.

როგორც The New York TImes-ი წერს, აშშ-ის ყველა ადმინისტრაცია სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების პრიორიტეტებს ეროვნული სადაზვერვო პრიორიტეტების ჩარჩო დოკუმენტში (NIPF) განსაზღვრავს. ტრამპის ადმინისტრაციამ დოკუმენტი ცოტა ხნის წინ განაახლა და კუბას „პირველი პრიორიტეტის“ სტატუსი მიანიჭა. ამავე კატეგორიაში ჩინეთი, ირანი და რუსეთიც შედიან.

წყაროების ცნობით, ამის შემდეგ აშშ-ის სადაზვერვო უწყებებმა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (NSA) და ეროვნული გეოსივრცითი დაზვერვის სააგენტომ (NGA), კუბის მიმართულებით დამატებითი სადაზვერვო რესურსები, მათ შორის თანამგზავრები, მიმართეს.

მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია აშშ-ის სამხედროებს კუბის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედების გეგმების განახლებაში დაეხმარება, თუ ტრამპი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე სამხედრო და სადაზვერვო წრეები ჩიოდნენ, რომ კუბაზე არსებული მონაცემები მოძველებული იყო, ხოლო ახალი ინფორმაცია მათ კუბის განზრახვებისა და სამხედრო შესაძლებლობების უკეთ შეფასების საშუალებას მისცემს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • აშშ-მა და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს - დონალდ ტრამპიBM.GE
  • ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაფორმულა
  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

იმედი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

იმედი

მეცნიერებმა გარეული კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს🐈

მეცნიერებმა გარეული კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს🐈

იმედი

თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება

თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება

იმედი