
The New York Times: „ასტონ ვილასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად შეახსენა ყველას, თუ რა დააკლდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს
ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე ბრწყინავდნენ, მაგრამ ხომ არ დააკლდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია? - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
„საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია, რაც კვარაცხელიას ყველაზე დიდ სცენამდე გაცილებით რთულ გზას უტოვებს. „ასტონ ვილასთან“ მატჩში მან კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად შეახსენა ყველას, თუ რა დააკლდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს“, - აღნიშნულია სტატიაში.
„საოცრად დაბალანსებული დრიბლინგი, ტყვიასავით მძლავრი დარტყმა - ესთეტიკური სილამაზით ცოტა თუ ვინმეა მოედანზე ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც სრულ ფორმაში მყოფი კვარაცხელიაა. თუმცა ამ ელეგანტურის მიღმა ცივსისხლიანი დაუნდობლობა იმალება, რაც მან თავისი გამანადგურებელი სადებიუტო გოლით კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ამასთან, ქართველი არც ისეთი მოთამაშეა, მხოლოდ ბურთით ლამაზად თამაშით რომ კმაყოფილდება. ის უბურთოდაც თავდაუზოგავად შრომობს და „პსჟ“-ის ინტენსიური პრესინგის საკვანძო ფიგურის რანგში „ასტონ ვილას“ მცველებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა“, - წერენ სტატიის ავტორები.
იმედი
წყარო: imedinews.ge