მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: დევნილობაში მყოფმა მარია კორინა მაჩადომ ვენესუელაში დაბრუნების მტკიცე სურვილი გამოთქვა - თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო მისი თხოვნა და ოპოზიციის ლიდერს მიანიშნა, რომ ის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა
The New York Times: დევნილობაში მყოფმა მარია კორინა მაჩადომ ვენესუელაში დაბრუნების მტკიცე სურვილი გამოთქვა - თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო მისი თხოვნა და ოპოზიციის ლიდერს მიანიშნა, რომ ის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა

იმედი|imedinews.ge

დევნილობაში მყოფმა მარია კორინა მაჩადომ გასულ კვირას ვენესუელაში დაბრუნების მტკიცე სურვილი გამოთქვა. მან ტრამპის ადმინისტრაციასა და ვენესუელელ ხალხს განუცხადა, რომ სურს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის დამანგრეველი მიწისძვრების შემდგომი აღდგენის პროცესში.

თუმცა, როგორც სიტუაციასთან დაახლოებული შვიდი პირი აცხადებს, ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო მისი თხოვნა და ოპოზიციის ლიდერს მიანიშნა, რომ ის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა, - წერს გამოცემა The New York Times-ი.

ზოგიერთი ოფიციალური პირი ახლა აცხადებს, რომ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა მაჩადო ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენას.

მაჩადო, რომელიც თავის დროზე ვაშინგტონის „რესპუბლიკური“ ისტებლიშმენტის გამორჩეული ფავორიტი იყო, სათავეში ედგა ოპოზიციურ ჯგუფს, რომლის კანდიდატმაც, დამოუკიდებელი დამკვირვებლების ცნობით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

თუმცა, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას ვენესუელის უსაფრთხოების ძალების მხრიდან შესაძლო რეპრესიები ემუქრება. მან ასევე ვერ შეძლო ტრამპის დარწმუნება იმაში, რომ გააჩნია ვენესუელის სამართავად საჭირო პოლიტიკური ბერკეტები - ქვეყნისა, რომელსაც ტრამპი არაერთხელ მოიხსენიებდა, როგორც თავისი მეორე ვადის უდიდეს საგარეო პოლიტიკურ წარმატებას.

ტრამპის ადმინისტრაციამ პრიორიტეტი სტაბილურობას მიანიჭა და გააძლიერა ალიანსი მარია კორინა მაჩადოს მოწინააღმდეგეებთან ვენესუელის მთავრობაში, რომლებიც მადუროს რეჟიმის დროინდელი კადრები არიან.

თეთრმა სახლმა მარია კორინა მაჩადოს მოთმინებისკენ მოუწოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა ეს რჩევა უგულებელყო, ბოლო დღეებში განუცხადა, რომ ის უკვე დამოუკიდებლად მოქმედებს და აღარ აქვს შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერა - ამის შესახებ დისკუსიებში ჩახედულმა შვიდმა პირმა განაცხადა.

შეერთებული შტატების მხარდაჭერის დაკარგვას პრაქტიკული შედეგები აქვს როგორც მარია კორინა მაჩადოსთვის, ისე ვენესუელის პოლიტიკური მომავლისთვის.

ვაშინგტონსა და ვენესუელაში მაჩადოს მოწინააღმდეგეებმა თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს წარმატებით დაუმტკიცეს, რომ მისი ჩამოსვლა ზრდის რისკს, კიდევ უფრო გამწვავდეს ქვეყანაში მიწისძვრების შემდგომი ისედაც დაძაბული ვითარება და საფრთხე შეექმნას კატასტროფის სალიკვიდაციო ერთობლივ ძალისხმევას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Wall Street Journal: ჰორმუზის სრუტის გახსნის გამო წარმოშობილმა უთანხმოებამ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის განხეთქილება გააჩინა

The Wall Street Journal: ჰორმუზის სრუტის გახსნის გამო წარმოშობილმა უთანხმოებამ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის განხეთქილება გააჩინა

იმედი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

იმედი

მარკ რუტე: ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს

მარკ რუტე: ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს

იმედი

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს - ქართველებს ხელისუფლებაში ის პარტია არ აწყობთ, რომელიც გარედან იმართება