მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: ევროკავშირი რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე უარს ამბობს, თუმცა ამერიკულ ენერგიაზე მზარდი დამოკიდებულების ეშინია
The New York Times: ევროკავშირი რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე უარს ამბობს, თუმცა ამერიკულ ენერგიაზე მზარდი დამოკიდებულების ეშინია

The New York Times: ევროკავშირი რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე უარს ამბობს, თუმცა ამერიკულ ენერგიაზე მზარდი დამოკიდებულების ეშინია

იმედი|imedinews.ge

ევროპა რუსულ ბუნებრივ აირზე მრავალწლიანი დამოკიდებულების დასრულების გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება. ექვს თვეზე ნაკლებ დროში ევროკავშირი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს სრულად შეწყვეტს, რაც კრემლისთვის ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და რუსეთის სამხედრო ძალის დაფინანსების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

ამ ცვლილების ფონზე ევროპამ საწვავის იმპორტი, განსაკუთრებით კი აშშ-დან, მნიშვნელოვნად გაზარდა. დღეს ევროპაში იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით ორი მესამედი ამერიკული წარმომავლობისაა, ხოლო ათწლეულის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა 80%-მდეც გაიზარდოს. თხევადი ბუნებრივი აირი სპეციალური ტექნოლოგიით გაცივებული ბუნებრივი აირია, რომელიც ზღვით სპეციალური ტანკერებით გადააქვთ, წერს გამოცემა.

თუმცა ევროპასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამის მიზეზად სახელდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების მუქარები, გრენლანდიასთან დაკავშირებული პრეტენზიები და უთანხმოებები ირანთან აშშ-ის სამხედრო მოქმედებების გამო.

ამ ვითარებამ ევროპელი თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებში შეშფოთება გააძლიერა. მათი შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ ევროპა რუსეთის ენერგეტიკული მონოპოლიისგან გათავისუფლების შემდეგ აშშ-ზე, უფრო კონკრეტულად კი არაპროგნოზირებად ამერიკელ პრეზიდენტზე, გადაჭარბებულად დამოკიდებული გახდეს, აღნიშნულია გამოცემის სტატიაში.

„რეალობა ისაა, რომ ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდა. ასეთ დროს ამერიკაზე დამოკიდებულების გაღრმავება გონივრული ნაბიჯი არ არის“, - განაცხადა ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გენერალმა სერ რიჩარდ შირეფმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის იმ ბავშვთა ბანაკს ასანქცირებს სადაც უკრაინელებს აგზავნიანფორმულა
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
ევროკავშირის →რუსული →

მსგავსი სტატიები

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

იმედი

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

იმედი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

იმედი