მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: ირანი და აშშ განიხილავენ გეგმას, რომელიც ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს
The New York Times: ირანი და აშშ განიხილავენ გეგმას, რომელიც ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს

The New York Times: ირანი და აშშ განიხილავენ გეგმას, რომელიც ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს

იმედი|imedinews.ge

ირანის სამი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თეირანი და აშშ განიხილავენ ერთგვერდიან გეგმას, რომელიც ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს, ვიდრე ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, მოლაპარაკებები მოკლევადიან შეთანხმებაზე გრძელდება.

მხარეები ცვლიან წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს პოტენციური მუდმივი შეთანხმების ჩარჩო გეგმა.

ირანის სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მთავარი დაბრკოლება აშშ-ის მოთხოვნაა - წინასწარ იქნას აღებული ვალდებულებები ირანის ბირთვული პროგრამისა და მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების ბედთან დაკავშირებით.

მათი თქმით, ამერიკელი მომლაპარაკებლები კვლავინდებურად დაჟინებით მოითხოვენ, რომ ირანი დათანხმდეს ურანის მარაგების აშშ-ისთვის გადაცემას, სამი ბირთვული ობიექტის დახურვასა და ურანის გამდიდრების 20 წლით შეჩერებას.

თეთრ სახლს მოლაპარაკებების შესახებ კომენტარის მოთხოვნაზე დაუყოვნებლივი პასუხი არ გაუცია, თუმცა ირანელების მიერ აღწერილი პოზიცია თანხვედრაშია იმასთან, რასაც ამერიკელები ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის პოზიციად მოიხსენიებდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში