მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: აშშ-მა ჩინეთის ზეწოლის გამო ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა
The Telegraph: აშშ-მა ჩინეთის ზეწოლის გამო ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა

The Telegraph: აშშ-მა ჩინეთის ზეწოლის გამო ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის მთავრობამ ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა, რაც ჩინეთის მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ტაივანს კუნძულის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შეიარაღებას მიაწვდიდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გარიგება დაპაუზდა.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი გარიგებას დროებით აჩერებენ, რათა შეინარჩუნონ მარაგები, რომლებიც ირანთან შესაძლო ომში დასჭირდებათ.

„ჩვენ ვიღებთ პაუზას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ყველა საჭირო საბრძოლო მასალა ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ გასაგრძელებლად. უბრალოდ, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რაც გვჭირდება, გვაქვს, ხოლო როცა ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის, საერთაშორისო სამხედრო გაყიდვები გაგრძელდება“, - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ჰუნგ ცაომ.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნულ ამბავს ტაივანზე სკეპტიკურად შეხვდნენ, რადგან კუნძული საქმის კურსში არავის ჩაუყენებია.

ტაივანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის კუო ია-ჰუს განცხადებით, მათ ცნობად მიიღეს ამერიკული მხარის განცხადება, თუმცა ოფიციალურად მათთვის არავის არაფერი უთქვამს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRCBM.GE
  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით