მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს
The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

იმედი|imedinews.ge

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. გამოცემამ სტატია სათაურით „დახვეწილი მოგზაურის სრულყოფილი გზამკვლევი“ მაისის ნომერში გამოაქვეყნა, სადაც ბათუმი პორტუგალიის, ტაილანდის, ესპანეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის და სხვა ტურისტული მიმართულებების გვერდითაა დასახელებული.

„ბათუმი ზღვისპირა დასვენებისა და სამთო თავგადასავლების მოყვარულ მოგზაურებს იზიდავს იქ, სადაც მოელვარე შავი ზღვა კავკასიონის მთის კალთებს ერწყმის. ბათუმის ჰორიზონტი თანამედროვე ცათამბჯენებისა და ისტორიული შენობების ნაზავია, ხოლო მისი ცოცხალი კულტურული ცხოვრება საქართველოს გამორჩეულ ტრადიციებს ირეკლავს — ფერადი ცეკვებითა და კოსტიუმებით დაწყებული პოლიფონიური სიმღერით დამთავრებული,“ - წერია სტატიაში.

The Telegraph-ის ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებს ყოველთვიურად მხოლოდ ბრიტანეთში 27 მილიონამდე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონამდე მკითხველი ჰყავს. ბათუმზე საუბრისას გამოცემა, არც მთიან აჭარასა და ეროვნულ პარკებს ივიწყებს.

„გაისეირნეთ პალმებით მოფენილი ბულვარის სანაპიროზე ან ეწვიეთ აყვავებულ ბოტანიკურ ბაღს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მცენარეებია თავმოყრილი. ქალაქის მიღმა, დიდებული იუნესკოს ეროვნული პარკები და მაღალმთიანი აჭარის შთამბეჭდავი პეიზაჟები გელოდებათ. ამ პატარა, მაგრამ დინამიური ქალაქის მონახულება, თავისი თავგადასავლებითა და დაუსრულებელი მზიანი დღეებით, გაჩვენებთ, თუ როგორ კარგავს ის ფარული საგანძურის სტატუსს და ხდება ევროპის ერთ-ერთი წამყვანი, ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი. დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი visitbatumi.com-ზე.“

The Telegraph, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამოგზაურო სექცია აქვს არამარტო ბრიტანულ, არამედ საერთაშორისო მედიაში, მკითხველებს სთავაზობს სამოგზაურო გაიდებს, ექსპერტების რეკომენდაციებსა და შთამაგონებელ სტატიებს.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
  • ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილიBM.GE
  • ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც სიწმინდეების დაცვის ინიციატივით გამოდის, იესოზე ანეკდოტის გამო კრიტიკის სამიზნე გახდატვ პირველი
  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი